Wednesday, June 15, 2011

მიზნები

მე ვარ ქრისტინე.გადავწყვიდე ვებ-პროექტი გავაკეთო წიგნის შესახებ.უპირველეს ყოვლისა განვმარტავ თუ რა არის წიგნი და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის.აგრეთვე პარალელს გავავლებ კომპიუტერთან.მოგეხსენებათ დღეს ხშირად სვამენ კითხვას წიგნი თუ კომპიუტერი.მე შევეცდები პარალელი გავავლო და ზუსტად გამოვხატო რა მნიშვნელობა აქვთ მათ ჩვენს ცხოვრებაში.ცხადია ორივე მათგანის არსებობა აუცილებელია და ვერც ერთი ჩაანაცვლებს ერთმანეთს.აგრეთვე აქ ნახავთ ცჰემს მიერ ჩატარებულ გამოითხვას. :)

კომპიუტერი







კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.
ინფორმაციის წყარო:ka.wikipedia.org

წიგნი თუ კომპიუტერი



მე ჩავატარე გამოკითკვა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებში.დავსვი კითხვა მათვის რომელი უფრო მნიშვენელოვანია_წიგნი თუ კომპიუტერი? სტუდენტების უმრავლესობამ აღნიშნა რომ მათი ცოდნისთვის და განათლებისთვის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანიაა..მაგრამ პროცენტულ მონაცემებს მაინც შემოგთავაზებთ.სულ გამოვკითხე 50მდე სტუდენტი.გამოკიტხულთა 55 % ამბობს რომ წიგნი უფრო მნიშვნელოვანია მითვის.დამარჩენი კი კომპიუტერს ანიჭებს უპირატესობას.

Thursday, June 2, 2011

წიგნი თუ კომპიუტერი


                  ?





წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი. აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა თუ კონფერენციებისათვის.თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნავს "მოდაში არ არის"განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები.

ბიბლიოთეკა

წიგნის განხილვის შემდეგ აუცილებელია განვმატო თუ რა არის ბიბლიოთეკა და რა დანშნულება აქვს მას.

ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion - წიგნი და thēkē - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.
ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და შესაბამისად – ბიბლიოთეკის მაღალ დონეზე ორგანიზება ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლების უმთავრესი პირობაა”