Thursday, June 2, 2011

წიგნი თუ კომპიუტერი


                  ?





წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი. აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა თუ კონფერენციებისათვის.თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნავს "მოდაში არ არის"განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები.

No comments:

Post a Comment